ხათუნა გოგია

საინტერესო ტენდენციები ჟურნალ „ებგურში“ 

წერილში საუბარია ჟურნალ ‘’ებგურის’’ მიერ მკითხველისთვის შეთავაზებულ   ორ ნოვატორულ, საყურადღებო ტენდენციაზე. 

როდის აქვს აზრი სალიტერატურო პერიოდიკის არსებობას? მაშინ, როდესაც ყოველ ახალ ნომერში  აისახება ცოცხალი ლიტერატურული პროცესი, მოვლენები, რომელიც ეხმიანება მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებს. თუ  ჟურნალი ახერხებს დასაბეჭდად ისეთი ნაწარმოებების მოხელთებასა და შერჩევას, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დაკანონებული გამოსახვის ფორმებს არ იმეორებს, შეიმჩნევა  ტექსტის ახლებურად ორგანიზების მცდელობა, რაღაცის ჰეგემონიისაგან გათავისუფლება. ავტორი ირჩევა იმის მიხედვით, თუ რამდენად ახერხებს თავი დააღწიოს სახელოვნებო კრიზისს, რაღაც პერიოდში ნორმად მიჩნეულ, მაგრამ უკვე ათასგზის დაგემოვნებულსა და  ამოწურულს. 

ლიტერატურასა და ხელოვნებაში ტენდენცია იბადება, ვითარდება, თავისი გავითარების პიკს აღწევს და დასასრულიც აქვს.  ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც აზროვნებისა და შემოქმედების თავისუფლების დასტურად არსებობს. მხოლოდ თავისუფალებაში ხდება კვლავწარმოება და ახალი ჰარმონიის მიღწევა.   დასასრული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგივე ჟანრის, ხასიათისა თუ ფორმის ნაწარმოები უკვე არ იწერება, არამედ ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ სახელოვნებო მიმდინარეობამ საუკეთესო ნიმუშები უკვე შექმნა და ამოწურა თავისი  შესაძლებლობები. უკვე ხდება ნიმუშების ფაქტობრივი გადამღერება, უნებლიე გამეორება, ტენდენციების თუ გამოსახვის სტილისა, ფორმისა თუ განწყობის ტირაჟირება… აი, ეს კი ნამდვილად ნიშნავს ლოგიკურ დასასრულს. 

Continue reading “”

  სოფო    წულაია

 კიდევ ერთხელ კრიტიკაზე 

      სხვაზე დაწერას ვერავინ გაიძულებს,  აი, საკუთარ თავს კი ხშირად შეუძლია, მასზე  წერა დაგაძალოს და ზოგჯერ მისი მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი  აქტი ნატრურალურ ფაშიზმსაც კი ემსგავსება: აღარ შეგიძლია, აღარ გინდა, არ გამოგდის,   არ გაინტერესებს, ან უბრალოდ ძალა არ გყოფნის, მაგრამ „შენში ის“ მაინც გაიძულებს საკუთარი თავის  გაუთავებელ ტირაჟირებას.    

     კარლ გუსტავ იუნგი     მხატვრული ტექსტის ქმნადობის ამ პროცესს ასე აღწერს:  ავტორს ისეთი აზრებისა და სახეების ნაკადი ეძალება, რომელთა  შექმნის განზრახვა არასდროს ჰქონია და რომელნიც მისი ნებით ვერასდროს შეისხამდნენ ხორცს, ამიტომ იძულებულია აღიაროს, რომ ამ   დროს მისი საკუთარი „მე“ მეტყველებს, მისი უშინაგანესი ბუნება წარმოაჩენს თავს და ისეთ რამეს ახმოვანებს, რასაც თვითონ ვერასდროს იტყოდა. მას შეუძლია, მხოლოდ დაემორჩილოს და მიჰყვეს ამ აშკარად უცხო იმპულსს, გრძობს რა, რომ მისი ნაწარმოები თვითონ მასზე მეტია და ამიტომაც ძალმომრეობს ავტორზე, რომელსაც არ ძალუძს ამ ძალას რაიმე უკარნახოს“ (1).  როგორც   ცნობილი ფსიქოლოგი აღნიშნავს,   ზოგჯერ შემოქმედი, თითქოს, დარწმუნებულია, რომ  იცის, რას და რატომ ამბობს, სინამდვილეში კი მისი ტექსტები იმაზე ბევრად ტევადნი  და მრალისმთქმელნი არიან,  ვიდრე ეს თავად   მას წარმოუდგენია.   თუმცა შემოქმედება  რომ მხოლოდ არაცნობიერის ცნობიერ   სამყაროში გადმონაცვლება არ არის   და ქმნადობის პროცესში ინტელექტი და გემოვნებაც  აქტიურად რომ უნდა იყოს ჩართული, თავად კ.გ.  იუნგიც არ უარყოფს, მიიჩნევს რა, რომ ხელოვნების ნაწარმოები  იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ხელოვნების ნაწარმოებში არაცნობიერის    რეპრეზენტაციის მცდელობა.   

Continue reading “”

ზეინაბ   სარია

თანამედროვე ლიტერატურული პროცესები, ჟურნალი “ებგური” და მისი პრობლემები

დღევანდელი ადამიანი ტოტალური გაუცხოების ფონზე ცხოვრობს. მასა და სამყაროს შორის წარმოშობილ გაუცხოებას ემატება ადამიანსა და ადამიანს შორის წარმოქმნილი დაძაბულობა და ამას აძლიერებს თვით პიროვნების გაუცხოება საკუთარ თავთან. ტრადიციული თანაბრად რხევადი ლექსი უკვე ვერ გამოხატავს ამდენ ფარულ თუ აშკარა კონფლიქტს, აწეწილ ფსიქიკას, ამდენ შიშს, სტრესს, მანამდე არნახულ ქაოსს… პროზაც სახეს იცვლის: თხრობა შეიძლება იყოს დახლართული და არეული, ავტორმა შეიძლება ორი ადამიანი ერთ პერსონაჟში შეადნოს, ან წარმოსახოს სინამდვილის უჩვეულოდ დეფორმირებული ვარიანტი… ამგვარი ესთეტიკური ფერისცვალება კანონზომიერი მოვლენაა და მკითხველისთვის ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი.

Continue reading “”