ხათუნა გოგია

პუანტილიზმის ელემენტები ნიკო ლორთქიფანიძის პროზაში

ანოტაცია: სტატია განიხილავს ნ. ლორთქიფანიძის სტილის თავისებურებებს.  დაკვირვებისთვის შერჩეულია მისი პროზის ზოგიერთი დეტალი:  აბზაცების წყობა, სინტაქსური ფიგურები, განკერძოებული და ჩვეულებრივი განსაზღვრებები, სასვენი ნიშნები და დიალოგები .  მიმოხილულია საკითხის კვლევის მოკლე ისტორია და აღნიშნულია, რომ ამ სტილს იმპრესიონისტულს უწოდებდნენ ქართული კრიტიკულ აზროვნებაში. სტატიაში მოცემულია იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმის, კერძოდ, პუანტილიზმის მთავარი თავისებურებები. სტატიის მეცნიერული სიახლეა ის, რომ ნ. ლორთქიფანიძის სტილში შენიშნულია და მინიშნებულია პუანტილიზმის ელემენტები.

Khatuna Gogia

Elements of Pointilism in Niko Lortkipanidze’s prose

Abstract: 

სტილი არის ავტორის ხელწერა, მხატვრული მანერა, სახეობრივი სისტემა, განსახოვნების ხერხებისა და საშუალებების მთლიანობა, ავტორის ინდივიდუალობისა და  განუმეორებლობის განმსაზღვრელი ნიშანი, რომელიც ვლინდება მწერლის ენაში, დეტალებში, კომპოზიციებში. ამა თუ იმ მწერლის სტილის შესწავლის შემდეგ შესაძლებელი ხდება ხელწმოუწერელი ნაწარმოების ავტორის გამოცნობა. სტილის ანალიზი ნიშნავს, იმსჯელო არა იმაზე, რას ასახავს მწერალი, რა თემატიკასა და სიუჟეტებს არჩევს იგი, რა იდეას ასხამს ხორცს, არამედ – როგორ,  რა ხერხებსა და საშუალებებს მიმართავს სათქმელის გამოსახატავად; როგორია მისი ენა, თხრობის მანერა, ტემპი, რიტმი, გემოვნება? რა თავისებურებებს ავლენს თხრობის დეტალებში? არსებობს სამართლიანი გამოთქმა, რომ  სტილი თვითონ  მწერალია. 

Continue reading “”

თინათინ  ბიგანიშვილი

გალაკტიონი და ედგარ პოს ლინორი – ორი პოეტური სახე-სიმბოლო-მეტაფორა ტერენტი გრანელის პოეზიაში

ტერენტი გრანელისა და გალაკტიონის ურთიერთობა,  გალაკტიონი, როგორც პოეტური სახე და გალაკტიონი, როგორც სახე-სიმბოლო-მეტაფორა ტერენტის პოეზიაში, არაერთი მკვლევრის ფიქრისა და განსჯის საგანი ყოფილა. ჩვენც გვსურს მათი სამეცნიერო თუ ესეისტური პუბლიკაციების რიცხვს ჩვენი მოკრძალებული სტატიაც მივუმატოთ. 

ტერენტისა და ედგარ პოს შემოქმედებათა შორის კავშირები კი სამეცნიერო ლიტერატურაში პოპულარული თემა არ არის. ამიტომ, ამგვარი სიახლის მხრივ, ჩვენი თემა ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს. 

ტერენტი გრანელი სიმბოლისტების გვერდით და, შეიძლება ითქვას, მათ რიგებში ვითარდებოდა. ამის დასტურია 1919 წელს ტერენტის მიერ გამოცემული ჟურნალი ,,კრონოსის სარკე“ და იქვე დაბეჭდილი მისი სიტყვები სიმბოლისტების შესახებ (გრანელი 2012), თუმცა გალაკტიონისადმი ტერენტის დამოკიდებულება სცდება ტერენტისა და ცისფერყანწელების ან ტერენტისა და სიმბოლიზმის ურთიერთმიმართების საკითხებს და ეს თემა უფრო ფართო კვლევას, თავად ტერენტის პოეზიის სიღრმეში პასუხის ძიებას მოითხოვს. 

Continue reading “”

ბელა წიფურია

კარლო კაჭარავა: კულტურული პოზიცია და კონტექსტი

კარლო კაჭარავას  შემოქმედება მხოლოდ ქრონოლოგი- ურად როდი განეკუთვნება ქართული კულტურის სამიჯნე პერიოდს – 1980-იანი წლების დასასრულსა და 1990-იანი წლების დასაწყისს;

უშუალოდ იმ წლებში, სხვა რამდენიმე ხელოვნის მსგავსად, მისი გაცნობიერებული ამოცანა იყო, ქართული კულტურა ამ მიჯნაზე გადაეყვანა. მსგავსმა ხელო- ვანებმა უზრუნველყვეს, რომ საქართველოში კულტურული კონტექსტის ცვლილება შინაგანად განპირობებული მოვლე- ნა ყოფილიყო იმისდა მიუხედავად, თუ როდის მოხდებოდა საბჭოური პოლიტიკური კონტექსტის და, შესაბამისად,  ოფი- ციალური კულტურული კონტექსტის შეცვლა. ამავე დროს, დღეს კარლო კაჭარავას შემოქმედებისადმი კონკრეტული წრეების ძლიერი ინტერესი და, მეორე მხრივ, მსგავსი ხელოვ- ნებისადმი უფრო ფართო გარემოს განურჩეველი დამოკიდე- ბულება ცხადყოფს, რომ ახალი კულტურული რეალობის შექ- მნის ამოცანა ჯერ კიდევ საჭიროებს ფართოდ გაზიარებას.

Continue reading “”