ხათუნა გოგია
პუანტილიზმის ელემენტები ნიკო ლორთქიფანიძის პროზაში
ანოტაცია: სტატია განიხილავს ნ. ლორთქიფანიძის სტილის თავისებურებებს. დაკვირვებისთვის შერჩეულია მისი პროზის ზოგიერთი დეტალი: აბზაცების წყობა, სინტაქსური ფიგურები, განკერძოებული და ჩვეულებრივი განსაზღვრებები, სასვენი ნიშნები და დიალოგები . მიმოხილულია საკითხის კვლევის მოკლე ისტორია და აღნიშნულია, რომ ამ სტილს იმპრესიონისტულს უწოდებდნენ ქართული კრიტიკულ აზროვნებაში. სტატიაში მოცემულია იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმის, კერძოდ, პუანტილიზმის მთავარი თავისებურებები. სტატიის მეცნიერული სიახლეა ის, რომ ნ. ლორთქიფანიძის სტილში შენიშნულია და მინიშნებულია პუანტილიზმის ელემენტები.
Khatuna Gogia
Elements of Pointilism in Niko Lortkipanidze’s prose
Abstract:
სტილი არის ავტორის ხელწერა, მხატვრული მანერა, სახეობრივი სისტემა, განსახოვნების ხერხებისა და საშუალებების მთლიანობა, ავტორის ინდივიდუალობისა და განუმეორებლობის განმსაზღვრელი ნიშანი, რომელიც ვლინდება მწერლის ენაში, დეტალებში, კომპოზიციებში. ამა თუ იმ მწერლის სტილის შესწავლის შემდეგ შესაძლებელი ხდება ხელწმოუწერელი ნაწარმოების ავტორის გამოცნობა. სტილის ანალიზი ნიშნავს, იმსჯელო არა იმაზე, რას ასახავს მწერალი, რა თემატიკასა და სიუჟეტებს არჩევს იგი, რა იდეას ასხამს ხორცს, არამედ – როგორ, რა ხერხებსა და საშუალებებს მიმართავს სათქმელის გამოსახატავად; როგორია მისი ენა, თხრობის მანერა, ტემპი, რიტმი, გემოვნება? რა თავისებურებებს ავლენს თხრობის დეტალებში? არსებობს სამართლიანი გამოთქმა, რომ სტილი თვითონ მწერალია.
Continue reading “”